მარტვილში ტალერი-ნობულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 3 700 მერტი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდება.
ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები