ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, სოფელ ტვყვიავთან. გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი.
როგორც “რეგიონული კვირასთვის ” გახდა ცნობილი, ავტომობილს გარდაცვლილი ბავშვის მამა არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
თვითმხილველის თქმით, შვილი მამას კალთაში ეჯდა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ბიჭმა გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
“საშინელი ამბავი მოხდა. მამა უვნებელი დარჩა , თავად ბავშვი კი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ვიცი ამ დროისთვის მამა პოლიციაშია გადაყვანილი”- განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა
როგორც რეგიონულ კვირას შსს სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ 276 მუხლის მე6 ნაწილით დაიწყო

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები