საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობის ძირითად პრობლემას წყალმომარაგების, შიდა საუბნო გზების და ხევებზე დამცავი გაბიონების საკითხი წარმოადგენდა. თელავი – ახმეტა – ყვარელი – ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივები შეხვედრებზე ატიურ მონაწილეობას იღებენ და ინტერესდებიან, რაც მმართველი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტების საფუძველზე ხდება.
„ხალხი ძალიან დიდი ინტერესით გამოდის შეხვედრებზე, ხედავენ, რომ ჩვენი ყველა სიტყვა, ყველა დაპირება გამოდმინარეობს უკვე გაკეთებული და მიმდინარე საქმეებიდან. ამიტომ, ჩვენ ხალხს ვეუბნებით იმ სიმართლეს, რა სიმართლესაც თვითონ ხედავენ და გამომდინარე აქედან ვესაუბრებით იმ პერსპექტივებზე, რაც რეალურია და არსებული უკვე დაწყებული საქმეების კიდევ უფრო ეფექტურად და მრავალფეროვნად წარმართვას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეხვედრებზე, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლებში იმ პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთაში და მოგვარებაში, რა ყოფითი გამოწვევების წინაშეც მოსახლეობა დგას.