პრემიერი: კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ

თუ ვიცით წყარო, ვმკურალობთ და ვმართავთ პროცესს, რა თქმა უნდა დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ მითიმეტეს ახლა, როდესაც საარჩევნო პროცესო მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის დადასტურებული მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

გახარიას თქმით, ხელისუფლების მიზანია საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა.

“ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა, ბოლო საბჭოს დროს მიიღეს დავალება შემოგვთავაზონ რამდენიმე ვარიანტი კარანტინის მენეჯმენტის დროში. ჩვენ კარგად გვესმის, ჩვენ თუ ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით, სხვებზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაში ვართ და ეფექტურად ვახორციელებთ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ და მათ ეს დავალება მიიღეს. შემდეგი სხდომა გვექნება ორშაბათს ან ოთხშაბათს და მათგან მოვისმენთ იმ კვლევას, რა შედეგი აქვთ. მიზანი არის, მარტივი – საზღვრები გავხსნათ ნელ-ნელა, ძაან ფრთხილად. ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად ვმართოთ. ვერავინ, ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ და არ უნდა შეგვეშიდეს თუ მაგალითად, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20, 30,40. მაგრამ ჩვენ თუ ვიცით წყარო, ვმკურალობთ და ვმართავთ პროცესს, რა თქმა უნდა დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ მითიმეტეს ახლა, როდესაც საარჩევნო პროცესო მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები