“მობრძანდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოდან გაქცეული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყანაში დასაბრუნებელი გეგმის სავარაუდო არსებობას.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ მიმართვას გაავრცელებს საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით.
“ხვალ გავავრცელებ მიმრთვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.