ამ დროის მონაცემებით, კახეთში 7 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთის რეგიონში 7 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი გადამუშავდა. ბოლო მონაცემების საფუძველზე „რთველი 2020“-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტლებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოსულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ამასთანავე შესყიდულ 1 კგ ყურძენში, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0,80 ლარს გადაუხდის.
1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი გაიცემ