აჭარის ტელევიზიის ყველა თანამშრომლის პისიარ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები ფეისბუქ გვერძე წერენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.
ჟურნალისტების თქმით ტელევიზიაში მაუწყებლობა განახლდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შენობაში ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. ყველა თანამშრომელს კორონავირისზე ტესტირება ჩაუტარდა. შეწყვეტილი იყო სამაუწყებლო საქმიანობა.