ზუგდიდში 1924 წლის აჯანყებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1924 წელს, საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. ამის შედეგად, დაიწყო აჯანყებულების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები – დაპატიმრებები, აქტიურ წევრებს კი მიუსაჯეს დახვრეტა.

1924 წლის 6 სექტემბერს 40 აჯანყებული ზუგდიდის დადიანების სასახლეთა მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს.

ზუგდიდში, იქ, სადაც აჯანყებულები დახვრიტეს, მემორიალი 2017 წელს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები