გიგი უგულავა ზუგდიდში უნებართვოდ გაკრულ პლაკატებზე: ჩვენი პოზიცია ეფუძნება კონსტიტუციას

ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატები პარტიის აქტივისტებმა კედლებზე ოფიციალური ნებართვის გაცემამდე გააკრეს. “რეგიონული კვირის” კითხვის საპასუხოდ, მათი პლაკატების უკანონოდ გაკვრის შესახებ, მაჟორიტარობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ “ევროპული საქართველოს” პოზიცია კონსტიტუციას ეფუძნება”.

მისივე თქმით, უნებართვოდ გაკრული საარჩევნო პლაკატები გამოხატვის თავისუფლებაა, ისევე როგორც სხვა პროფესიის ადამიანების განცხადებების გამოკვრა კედლებზე.

“არამგონია, რომ საკრებულოს უმრავლესობას დაემტკიცებინოს ის, რომ ჩიქოვანის პლაკატი გადაეკრას უგულავას, ან რომელიმე კანდიდატის პლაკატს. საკრებულო ისევე, როგორც ქალნატონი წულუკიანი მხოლოდ და მხოლოდ საუბრობენ კონსტიტუციაზე და აცნობენ. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ კანონი არჩევნების შესახებ ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს და წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა, ნებისმიერ ადამიანს. იქნება ეს გიგი უგულავა, იქნება ეს ჯემალი, რომელიც ასწავლის პიანინოზე დაკვრას, იქნება ეს ანზორი, რომელოც ასწავლის დუდუკზე დაკვრას ან აწყობს პიანინოს, მას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად აქვს უფლება გააკრას თავისი მასალები. ჩვენ დღეს დავწერთ საჩივარს, ადგილობრივ საოლქო კომისიაში და ერთი ვნახავთ ქალბატონი მირანდა მესხი, როგორ დაუპირისპირდება კანონს ან დაიპირისპირსება საკუთარ გუნდს. ეს რაც მათ გააკეთეს პირდაპირ არის, რომ 1000 ლარიანი ჯარიმა ეკუთვნის ბატონ ჩიქოვანის შტაბს”,- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ  2020-ის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო პლაკატები ქალაქის კედლებზე მანამ განათავსეს, სანამ პლაკატების გაკვრის ნებართვას ზუგდიდის საკრებულო ოფიციალურად გასცემდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები