ზუგდიდის ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე გამოკვლეული 41 ნიმუშიდან ერთი პასუხი სუსტად დადებითია
ზუგდიდის ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე 41 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ერთი პასუხი სუსტად დადებითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 5 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 41 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების 9 პაციენტია, სამედიცინო სფეროს 22 წარმომადგენელი, ექვსი კარანტინიდან, ოთხი კი თვითიზოლაციიდან.
მათ შდორის იყო, რუხის კლინიკაში მოთავსებული ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლის პასუხი შუალედური ტესტირებით სუსტად დადებითია კორონავირუსზე და იგი კვლავ გააგრძელებს პროტოკოლის მიხედვით მკურნალობას.
დანარჩენი 40 პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 29 შემთხვევა დადასტურდა.