ზაზა ლომინაძე: შედეგიანი წლები გველოდება წინ და ამ შედეგს ჩემს ქუთაისელებთან ერთად მივაღწევთ
“გაბაშვილის გორიდან მთელი ქუთაისი ხელისგულზეა გადაშლილი და აქ განსაკუთრებულად გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა ამ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა გახდე,- ამის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრისას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა.
ლომინაძის თქმით, თითოეული ფრაზა, რომლითაც იგი მოსახლეობას მიმართავს დიდი პასუხისმგებლობითაა გაჯერებული.
,,ყოველდღიურად, თანაქალაქელებთან სოციალურ თუ ყოფით საკითხებზე საუბრისას, ვრწმუნდები, რამდენი რამ გააკეთა ,,ქართული ოცნების“ გუნდმა ქუთაისში, როგორ სწორადაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილების ეტაპები და ვადები, თუმცა უკმაყოფილო, პრობლემებით დამძიმებულ ადამიანებსაც ხშირად ვხვდები და ვიცი, რომ რთული, მაგრამ შედეგიანი წლები გველოდება წინ და ეს შედეგი მე და ჩემმა ქუთაისელებმა ერთად უნდა შევქმნათ”, -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.