რუსთავის “ავერსში” კორონავირუსი კიდევ 1 პირს დაუდასტურდა
რუსთავის “ავერსის” კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტომა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
“აღნიშნულ პირს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. იგი ავერსის დაინფიცირებული ექიმის კლასტერს მიეკუთვნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყველა ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან”, – თქვა დავით ბეგაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, რუსთავში კორონავირუსი “ავერსის” კლინიკის 14 თანამშრომელს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.