აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან რვა ინფიცირებულის წყარო უცნობია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ის პაციენტები, რომელთა წყაროს დადგენაც მიმდინარეობს, ტესტირებაზე თვითდინებით არიან მისულები.
რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ერთი ე.წ ,,დონას“ კლასტერიდანაა. ხოლო სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია. დანარჩენი შემთხვევები კი საკარანტინე სივრცეებშია გამოვლენილი.
შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით საქართველოში 29 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა.