თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შს სამინისტრო მომხდარ ფაქტს ადასტურებს. როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.