ოზურგეთში კოვიდინფიცირების მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ის იმ ქალის კონტაქტია, რომელსაც ინფიცირება ორი დღის წინ დაუდასტურდა.

”ერთი კონტაქტი მოგვემატა დაბა ლაითურში, ჩოხატაურელ ქალთან ერთად იმგზავრა ბათუმიდან ლაითურამდე. დღეს მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვა და დღის ბოლოს უკვე გვეცოდინება შედეგები. ამჟამად, ქვენობანში ვიკვლევთ მოსახლეობას, მთლიანი მოსახლეობის ტესტირება გვაქვს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა, დაავადებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანის მკვიდრი ახალგაზრდა ქალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები