აჭარის ტელევიზიაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ამ წუთებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესის ამსახველ ვიდეომასალას აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ვახო ხუმზიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.