ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში ეპიდოლოგიური კვლევა ჩატარდება

ჩოხატაურელი კოვიდინფიცირებულის სოფელ ქვენობანში ხვალ მთლიანი სოფლის გამოკვლევა ჩატარდება, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის სახელმწიფო ცენტრის გურიის ბიუროს ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ აცნობა.

“დღევანდელი ანალიზების პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.
მთლიანად გამოკვლეულია 60 კონტაქტი ჩოხატაურში, არის კიდევ 2 კონტაქტი ლაითურში. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, ახლა გამოსაკვლევია ოზურგეთი-ქუთაისის მარშუტკა. იმიტომ, რომ ეს ქალბატონი რომელიც ჯერ ჩამოვიდა ოზურგეთში და შემდეგ წავიდა სოფელში, სოფლიდან – ასკანიდან წავიდა ოზურგეთში, ჩაჯდა მარშუტკაში, რომელიც მიდიოდა ოზურგეთიდან ქუთაისში. იმგზავრა ოზურგეთიდან ჩოხატაურამდე ამ ქალბატონმა. მარშუტკის მძღოლის გამოკვლეულია, იქნება მისი პასუხიც. ახლა მიდის კიდევ იდენტიფიცირება, ვინ იყო ამ მარშუტკაში. ჩოხატარამდე ვინც იმგზავრა ამ ქალბატონთან ერთად. რაც შეეხება ჩოხატაურიდან იმ სოფლამდე, სადაც წავიდა, იქ გამოკვლეულია 30-მდე ადამიანი. ჯერჯერობით არცერთს არ აღმოაჩნდა.
სამი თვის ბავშვი დედასთან ერთად იმყოფება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ჩვენ ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, სადაც ეს გოგო ცხოვრობს, დავიწყოთ მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა. ხვალ დილით ადრე ვიწყებთ კვლევას. სამასი კომლია სოფელში, სადღაც 600 კაცის გამოკვლევა მოგვიწევს. ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ქუთაისის ჯგუფი დაგვეხმარება კვლევაში. შედეგები ალბათ 24 საათის შემდეგ დაიდება. ნაწილი ქუთაისის ლაბორატორიაში წავა, ნაწილი ოზურგეთის.
რაც შეეხება ასკანის დაინფიცირებულს არ ჰყოლია ბევრი კონტაქტი, 12 კონტაქტია დადგენილი”,- განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ჩოხატაურში დაინფიცირებული გოგონა ასკანის დაინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში ქორწილში, ცნობილია, რომ ამ ქორწილის კონტაქტების მოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები