ხობის, სენაკისა და ფოთის მაჟორიტარულ ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია თვლის, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ დეპუტატობის კანდიდატმა სენაკში, პარტიის აქტივისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე, სადაც 600 კაციანი სუფრა გაიშალა, განაცხადა. “მხოლოდ ერთი შეცდომა არ ყოფილა არამედ იყო ბევრი შეცდომა” , – ამბობს ბოკერია და იქვე დასძენს, რომ “ევროპელები” ამ “გამოცდილებას” აუცილებლად გაითვალისწინებენ.
“ხალხმა დემოკრატიული განაწყვეტილება მიიღო 2012 წელს და შეცვალა ხელისუფლება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებიდან, ვინც პოლოტიკაში ვიყავით, ვეყრდნობით რა საკითხზეც ხალხმა საყვედური გამოუცხადა იმჟამინდელ ხელისუფლებას. ბევრი, რამ იყო რაც ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა სამართლიანს, მნიშვნელოვანწილად და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დაეყრდნობა სწორედ მაგ გამოცდილებას. ჩვენი პასუხიმსგებლობა, პოლიტიკური ლიდერები პასუხისმგებლობა იყო, რომ არსად არ იყოს იმ ტიპის დარღვევები, რაც იმ დროს ხდებოდა ციხეებში”, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, დღეს სენაკის მუნიციპალიტეტში პარტია “ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უჩვეულო ღონისძიება გამართა. პარტიის ორგანიზებით შეხვედრაზე მოსული მხარდამჭერებისთვის 600 კაციანი სუფრა გაიშალა.