თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყოველკვირეული ღონისძიებები სახელწოდებით ,,თელავური შემოდგომა,, დაიწყო. ღონისძიება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო, მოგვიანებით კი ღონისძიების სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი გუნდები წარდგნენ.
,,თელავური შემოდგომას” თელავის – ახმეტის – ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
,,თელავური შემოდგომა”, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება, იქნება ადგილობრივი ნაწარმის, კვების პროდუქტების, ხელნაკეთების გამოფენა. ასევე, შედგება ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების ასეთი ლამაზი კონცერტები, რომლებიც შემოდგომის ლამაზ და თბილ დღეებში იზიდავს, როგორც ადგილობრივებს, ასევე ჩვენი რეგიონის სტუმრებს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, მიზნად ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესის ხელშეწყობას და განვითარებას.
,,აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესის ხელშეწყობას. მათ საშუალება ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი პროდუქტი გამოიტანონ და ხელსაყრელ ფასში გაყიდონ.
ასევე, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი ნამუშევარები, ხელოვნება და მომავალში კიდევ უფრო მეტად შეეწყოთ ხელი საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. მე ვფიქრობ, რომ ,,თელავური შემოდგომის” დღეები ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებას კიდევ უფრო გაალამაზებს. მინდა დავაანონსო, რომ საზოგადოებას წინ არაერთი შესანიშნავი ფესტივალი ელოდება “,- ფიქრია ყუშიტაშვილმა.