ირაკლი ქადაგიშვილი: ლაგოდეხში განხორციელებული პროექტები დადებითად აისახა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე
თელავის – ახმეტის – ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, მმართველი გუნდის კანდიდატი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაწიმის, შრომის, გურგენიანისა და ნინიგორის მაცხოვრებლებს შეხვდა. ქადაგიშვილმა საზოგადოების მხრიდან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტი ხორციელდება.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს რა თქმა უნდა, დადებითად არის ასახული მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.
ასევე, განხორციელდა არაერთი სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, რომელსაც ბენეფიციარები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ჰყავს, ამიტომ შეხვედრები ძალიან საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე აინტერესებს რა სამომავლო პერსპექტივები იქნება ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის პროექტების გაგრძელების კუთხით”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.