პირმა, რომლის მიმართაც შესაძლო ოჯახურ ძალადობაზე ინფორმაცია გავრცელდა, ზუგდიდის მერიას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყევეტაზე მიმართა
ბადრი შუბითიძე, რომლის მიმართ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული სამსახურიდან წავიდა. შუბითიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ:
,,ბადრი შუბითიძე დასაქმებული იყო ზუგდიდის მერიაში შტატგარეშე თანამშრომლად შრომითი ხელშეკრულებით, ის საკურიერო მომსახურებას ეწეოდა. მიმდინარე წლის 17 აგვისტოდან იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში. როგორც კი სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია მისი მხრიდან შესაძლო ოჯახურ ძალადობაზე, ის გამოცხადდა სამსახურში და დატოვა პირადი განცხადება შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და გათავისუფლების შესახებ” – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.