როგორია ჩოხატაურში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის, საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება.
“ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადაატურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძმიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პლევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
კლინიკის ინფორმაციით, ჩვილის მშობლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, ინფიცირების წყაროზე ეპიდემიოლოგე მუშაობენ.