ამირან გამყრელიძე: ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს
მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შესაბამისი ღონისძიებების გატარებას დაიწყებს – ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვებისგან ამ დროისთვის, კერა არ წარმოქმნილა, თუმცა არის საშიშროება იმისა, რომ ისინი კორონავირუსის პოტენციური რისკ ჯგუფებს წარმოადგენდნენ.