აჭარაში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 7 საკონდიტრო ,,დონასთან” არის დაკავშირებული. ორის შემთხვევაში კი მიმდინარეობს წყაროს დადგენა, სხვა დანარჩენი შემთხვევები დაკავშირებულია აქამდე გამოვლენილ შემთხვევებთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ ,,დონას” კლასტერი უახლოეს პერიოდში დაიხურება. სხვა დანარჩენი შემთხვევების კონტაქტებიც მალევე იქნება მოძიებული.