ჩოხატაურში სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურში კორონავირუსით დიანფიცირებული სამი თვის ბავშვია. “რეგიონულ კვირას” ინფორმაცია ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

ნატო ჯიბუტის თქმით, ბავშვი გუშინ აღმოჩენილი გოგონას მეზობელია, რომელიც ე.წ. “დონას” კლასტერია.

“კორონავირუსი დაუდასტურდა სამი თვის ბავშვს, იმ გოგონას კონტაქტია, რომელსაც პირველი აღმოაჩნდა ჩოხატაურში. გამოკვლეულია მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ. ბავშვი ამჟამად გადაჰყავთ, თუმცა არ ვიცი ჯერ სად გადაიყვანენ, ადგილის მიხედვით”, – განაცხადა ნატო ჯიბუტმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები