მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ეს არ მიანიშნებს იმას, რომ დაწყო ვირუსის მეორე ტალღა – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა ნავარაუდევია ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც გრიპის სეზონი იწყება.
,,ფაქტია რომ გვაქვს ზრდა, თუმცა ეს არ არის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა. ეს იყო მოსალოდნელი. განსაკუთრებით აჭარაში შემთხვევების მატება გამოიწვია ხალხმრავლობამ, ქალაქში მოხდა ბევრი ადამიანის კონცენტრაცია. უმრავლეს შემთხვევაში წყაროს ვადგენთ და ე.წ ,,დონას“ კლასტერს მალევე დავხურავთ ისევე როგორც სხვა დანარჩენს. ჩვენ მეორე ტალღას, როცა ვამბობდით ვვარაუდობდით ნოემბრის თვეს, მაშინ, როცა გრიპის სეზონიც აქტუალურია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ