აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ფაქტს ადასტურებენ აჭარის ტელევიზიაშიც. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის თქმით, ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ-19, თუმცა ფირუზ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ინფიცირებული არ არის ჟურნალისტი, შესაბამისად საინფორმაციო გამოშვება ჩვეულ რეჟიმში გავა. კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ტელევიზიაში ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიებები.
,,კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, 11 საათისთვის ტელევიზიაში ველოდებით ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ტესტირებას ჩაატარებენ. გვაცნობებენ შედეგებს და ამაზე იქნება დამოკიდებული რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას მაუწყებელი. მაუწყებლობა არ შეწყვეტილა. ის, რომ 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვება არ გავიდეს ამის რისკს ვერ ვხედავთ. ინფიცირებული არ არის ჟურნალისტი და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები არ წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს. ამ ეტაპზე შენობა ჩაკეტილია რათა უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული“,-განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები