გიგა ბოკერია იმ კლანის წარმომადგემელია, რომელმაც ახალდაბადებული, ფეხაუდგმელი ქართული სახელმწიფო აკვანშივე ჩახანჯლა – ასე ეხმაურებიან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები გიგა ბოკერიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს პირველ პრეზიდენტზე. ეროვნული გვარდიის ვეტერანები, რომლებსაც ასევე ე.წ. ზვიადისტებს უწოდებენ, აცხადებენ, რომ ბოკერიას მსგავსი პოლიტიკოსების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივი საქმეებით არიან დაკავებული. მათივე განცხადებით, სამეგრელო ამ განცხადებისთვის, გიგა ბოკერიას ოქტომბერში გასცემს საკადრის პასუხს.
ცნობისთვის “ევროპული საქართველოს“ ლოდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, ზვიად გამსახურდია ეთნიკური ნაციონალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.