ზუგდიდის ლაბორატორიაში 243 ნიმუში გაიტესტა, საიდანაც ერთი “კოვიდ19”-ზე სუსტად დადებითია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 4 სექტემბერს 243 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში.

გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრის 21 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 42 წარმიმადგენელი, კარანტინიდან 2, თვითიზოლაციიდან 6 პირი, შსს 135 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 29 პერსონალი და ეპიდკერაში მყოფი პირი 8.

რუხის კლინიკის ერთი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილი იყო საგანგებო სამსახურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, როგორც დადასტურებული შემთხვევა, შუალედური ტესტირების შემდეგ ვირუსზე კვლავ სუსტად დადებითი რჩება.

დანარჩენი 242 ტექტის პასუხი კი უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები