სამტრედიაში ქუჩის კალათბურთის გამარჯვებული წყალტუბოს გუნდი გახდა

დღეს, სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც წყალტუბოს გუნდი გახდა.

თამარ მეფის ქუჩაზე, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის თედო კაკულიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სპორტ-კომპლექსში,
ჩემპიონატი ორი დღე მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატის შედეგები ასე გადანაწილდა👇

პირველი ადგილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუნდი.

მე-2 ადგილი სამტრედიის მუნიციპლიტეტის გუნდი.

მე-3 ადგილი კი ხონის მუნიციპალიტეტის გუნდი.

გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. თითოეულ გუნდს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები