ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტებს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან სრულად განიკურნენ. ” რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ პასუხები ლაბორატორიიდან. სულ კორონავირუსზე საეჭვო 20-მდე პაციენტი იქნა გამოკვლეული, მათგან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ კლინიკას კიდევ ორი გამოჯნმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 9 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ. ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციური კლინიკა ჯამში 67-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.