ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. პაციენტი საკონსტიტუციო სასამართლოს პერიმეტრს იცავდა.
იგი საკონდიტრო ,,დონას“ კლასტერია, მისი ოჯახის წევრი რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ მაღაზიაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებითმ აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.