გიორგი გამსახურდია: ბოკერია პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით ტირაჟირებს რუსულ პროპაგანდას
“მარტივად ვიტყვი, არ ღირს დიდი გარჩევის თემად ადამიანი, რომელიც რუსულ პროპაგანდას ტირაჟირებს და ერთი-ერთში იმეორებს დიმიტრი მედვედევის ნარატივს“-ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, გიგა ბოკერიას განცხადებას.
,,დღის პირველ ნახევარში გავეცანი. ჩემმა მეგობარმა მომაწოდა, არ მქონდა არც დრო და სურვილი, რომ მათი ნააზრევით დავინტერესებულიყავი. მარტივად ვიტყვი, არ ღირს დიდი გარჩევის თემად ეს ადამიანი,რომელიც ტირაჟირებს რუსულ პროპაგანდას და ერთი-ერთში იმეორებს დიმიტრი მედვედევის ნარატივს, რომ თითქოს ზვიად გამსახურდიას სადმე ეხსენებინა რომ, საქართველო ქართველებისაა და რაიმე ნაციონალისტური გამონათქვამი ჰქონოდა. ყველა ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ საქართველო არის ქართველთა ქვეყანა ,ისევე როგორც დაუშვათ უკრაინა არის უკაინელთა, ლატვია არის ლატვიელთა, პოლონეთი პოლონელთა ქვეყანაა.
ამაში ცუდს და დასაძრახს ვერ ვხედავ . მაგრამ, ალბათ ბოკერიასნაირმა პროვოკატორმა ამაში დასაძრახი რამ დაინახა. არაფერი არ მიკვირს გიგასგან, არც რაიმე ილუზიები გამაჩნია რომ ამ ადამიანების გამოსწორება რამენაირად შეიძლება, თუმცა რა უნდა გამიკვირდეს, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა 92 წელს ვალერია ავადვორსკაიას უნივერსიტეტის ეზოში ცემაში და ასე ვთქვათ ფიზიკურად გაუსწორდა ვალერიან ავადვორსკაიას იმის გამო რომ ვალერიან ავარდვორსკაია იცავდა ზვიადს და იცავდა ზვიად გამსახურდიას მომხრეების უფლებებს და ამისთვის იყო სწორედ საქართველოში ჩამოსული. სიმართლე გითხრათ ამისთანა ადამიანისგან არ გამკვირვებია. ეს პოლიტიკური ძალა მიყვება რუსულ ხაზს და ტირაჟირებენ რუსულ პროპაგანდას, სხვას ამას ვერაფერს ვერ ვუწოდებ“-აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს“ ლოდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, ზვიად გამსახურდია ეთნიკური ნაციონალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.