ჩხოროწყუში საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის გადახურვა, საკლასო ოთახების, სველი წერტილების, ფასადების, დრენაჟების, ელექტრო სისტემის მოწყობა. დერეფნების შეკეთება, ღია დერეფნის ამოშენება. ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს 15 საჯარო სკოლაში ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლია ჯალაღნიასთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.