ხობის საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდება

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალი ხიბულის N1 და N2 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ახალი ხიბულის სკოლებში სველი წერტილების მოწყობაზე 84 000 ლარამდე დაიხარჯება.
პარალელურად, ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, ხოლო 8 საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები