ბაღდათის 11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში საპირფარეშოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ბაღდათის ყველა საჯარო სკოლას თანამედროვე, ადაპტირებული საპირფარეშო ექნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ დიმის, ვარციხის, როხის,ხანის პირველი და მეორე ობჩის, ფერსათის, წყალთაშუისა და როკითის სკოლებში მიმდინარეობს.
სამუშაოებს სკოლების ფონდი აფინანსებს.