პანდემიის შემდეგ ზუგდიდის დღის ცენტრმა ფუნქციონირება კვლავ განაახლა

პანდემიის შემდეგ ზუგდიდის დღის ცენტრმა ფუნქციონირება კვლავ განაახლა – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრს ესტუმრა და ცენტრში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

კაკავას განცხადებით, დღის ცენტრში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ბენეფიციარებს აქვთ შესაბამისი პირობები.

ცენტრს 25 ხანდაზმული ჰყავს. შერჩევისას უპირატესობა მარტოხელა, უმწეო და სოციალურად დაუცველ მოხუცებს მიენიჭათ.

სამეგრელო-ზემო სავანეთის მასშტაბით, ხანდაზმულთათვის პირველი დღის ცენტრი ზუგდიდში გაიხსნა. ის აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით. მოხუცებისთვის, დღის განმავლობაში გასართობ აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია ექსკურსიებიც.

პროექტი – “უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა”, ევროკავშირმა ერთი წლის ვადით დააფინანსა. დღეიდან კი დღის ცენტრი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია.

ხანდაზმულთა ცენტრი ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები