გოჩა ენუქიძე: ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიღწევაა 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ონის ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სისტემის სრულყოფისა და გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიღწევაა, რა თქმა უნდა პირველ რიგში იმ ადამიანებს სჭირდება მოფერება, ვინც დღე და ღამ სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. Დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუსმენთ მათ და პრობლემების მოგვარებაშიც დავეხმარებით” – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ.

რაც შეეხება, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან შეხვედრას, დამსწრე საზოგადოება დეპუტატობის კანდიდატს ონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ესაუბრა.

“სახელმწიფო ზრუნავს ჩვენ ბავშვებსა და პედაგოგებზე, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი გამოწვევა რჩება და მათ ერთად გავუმკლავდებით”, – თქვა მაჟორიტარობის კანდიდატმა ონის საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები