ხმაური და დაპირისპირება კასპის მერიაში- “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი პარტიის აქტივისტებსა და10-მდე ადგილობრივთან ერთად, ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა

ხმაური და დაპირისპირება კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში – “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი, პარტიის აქტივისტებსა და10-მდე ადგილობრივთან ერთად, ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა და საჯარო მოხელეებსა და დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მირიდაშვილმა განუცხადა, სასმელი წყლის გრაფიკის გაზრდის მოთხოვნით მისული მოსახლეობის ჯგუფი აგრესიულობით გამოირჩეოდა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის უფლება არ მისცეს.

მისი შეფასებით, პოლიტიკურად მართულმა პირებმა ადმინისტრაციულ შენობაში პროვოკაცია მოაწყეს

„ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი შოუ. პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ნუგზარ ნონიაშვილმა დევნილი მოსახლეობის 10-კაციანი ჯგუფი თავს დაასხა ჩვენს თანამშრომლებს . იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
110 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დამებადა კითხვა, რატომ არ მოვიდა დანარჩენილი ნაწილი? ჩვენ ვთხოვეთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რადგან გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რათა წყლის დებეტი გაიზარდოს და შესაბამისად გაიზრდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკიც, თუმცა ამ ინფომაციის მოსმენა არავის უნდოდა. ეს იყო პოლიტიკურად მართული ხალხი, რომელთა თვითმიზანი არა პრობლემის მოგვარება და მისი გადაჭრის გზებზე მსჯელობა, არამედ ვიდეოკადრების გარკვეული მონაკვეთების გადაღება იყო. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი.
გეტყვით მეტსაც, ამ ჯგუფის წასვლის შემდეგ მივედი ადგილზე და დაგვხვდა ხელოვნურად გადაჭრილი წყლის მილი, რაც ფაქტობრივად სასმელი წყლის მიწოდებას აღნიშნულ დასახლებაში მთლიანი წყვეტს“, – ამბობს ზაზა მირიდაშვილი.
„რეგიონული კვირა” “ნაცმოძრაობის” წევრსა და მერობის კანდიდატს, ნუგზარ ნონიაშვილს დაუკავშირდა. ნონიაშვილმა უარყო აღნიშნულ მოსახლეობასთან რაიმე პოლიტიკური კავშირი, თუმცა აღნიშნა, რომ მას ორი ქალი დაუკავშირდა, რომლებთან ერთადაც ადმინისტრაციულ შენობაში მივიდა.
„მოსახლეობა აღელვებული იყო. დამირეკა ორმა ქალბატონმა, მივედი ადგილზე და შემდეგ წავედით ადმინისტრაციულ შენობაში. ეს არ იყო შენობაში შეჭრა, შევედით ჩვეულებრივ, წინააღმდეგობა არავის გაუწევია“, – განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები