კახა ოქრიაშვილი ვაშაძის ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა და, სავარაუდოდ, დმანისის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ოპოზიციურ გაერთიანებას – “ძალა ერთობაშია” პარტია “პროგრესი და თავისუფლება” შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.
ოქრიაშვილის თქმით, ის 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით მიიღებს მონაწილეობას და, სავარუდოდ, კინჭს ისევ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

“თუ რომელიმე პარტიის მოკავშირე ვიყავი, მე არასოდეს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებსა და დანაშაულებზე, რაც იყო წარსულში 2012 წლის შემდეგ თუ მანამდე. ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება, მათ შორის, ბიზნესიდან შემიძლია, დავასახელო. ესენი არიან ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანი. კიდევ რამდენიმე ადამიანი მალე შემოგვიერთდება და მათ სახელსა და გვარს მყისიერად გაიგებთ”, – აღნიშნა პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელმა, კახაბერ ოქრიაშვილმა.

ცნობისათვის, კახა ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები