რუსთავის “ავერსის” კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჯამში 13 თანამშრომლეია

რუსთავში, “ავერსის კლინიკაში” კორონავირუსი საერთო ჯამში 13 თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც “რეგიონულ კვირას”  რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ფილიალი ამ დრომდე ღიაა და მოქალაქეებს მომსახურებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უწევს.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 60-მდე კონტაქტია მოძიებული და მათი ანალიზის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის “ავერსის” კლინიკის ერთერთ თანამშრომელს კორონავირუსი ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები