ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. ორისვეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.დედა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია, 10 წლამდე მოზარდი კი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცბობილი, არასრულწლოვანს ამ წუთებში ოპერაცია ბარძაყის არეში უტარდება. მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება.
როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან”  საუბრისას აღნიშნავენ, ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. მათი თქმით, ადგილობრივებმა ბავშვის ყვირილი გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა. მალევე მოხდა დაშავებულების ავტომობილიდან გადმოყვანა. თვითმხილველების თქმით, დედა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან, ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.
შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები