რუსთავში კორონავირუსი “ავერსის” კლინიკის 3 თანამშრომელს დაუდასტურდა

რუსთავის “ავერსის” კლინიკის სამ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება და ჯამში, ამ კლასტერში 32 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 2 შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო კიდევ 4 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ჯამში, ავერსის კლინიკაში კორონავირუსი 5 ექიმს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები