ფშაველში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდა აცნობეს.
მატი ინფორმაციით, გზის ორ მონაკვეთზე ჯამში, 916 მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 512 457 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანიამ “სერპანტინი” განახორციელა.