ზუგდიდში, ბაქოს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბაქოს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ ეტამზე 34 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, წლის ბოლომდე ზუგდიდში ჯამში ახალი გზის საფარი 60 ქუჩას ექნება.
გზის რეაბილიტაცია ხორციელდება, როგორც ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე სოფლებში.
ბაქოს ქუჩაზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.