ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ ღამით ხორციელდება

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ ღამით ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით მუშავდება მუნიციპალური ავტობუსებიც.
ჯამში, ქალაქის მასშტაბით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდება: მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ავტოპარკი, 600-მდე სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსების 150-მდე მოსაცდელი, 40-მდე სკვერი და პარკი, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, 200-ზე მეტი იტალიური ეზო, 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზო და ლიფტები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები