ქუთაისის ინფექციურში გამოკვლეული 47 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 47 პაციენტი გამოიკვლიეს. მათდგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა.

კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტი შუა ხნის მამაკაცია, ის ტრაილერის მძღოლია და მოგზაურობის ისტორია აქვს.
” გუშინ, გვიან ღამით კორონავისური ერთ პაციენტს დაუდასტურდა. შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას
მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები