ირაკლი ქადაგიშვილი: სოფელი კისისხევი ოპტიმისტურად ხვდება არჩევნებს

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინა საარჩევნო შეხვედრებს საკუთარ ამომრჩეველთან აგრძელებს. ამჯერად, ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კისისხევსა და ნასამხრალში საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კისისხევისა და ნასამხრალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

პარტია ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მოსახლეობის მხრიდან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობასთან იმ პროექტების მნიშვნელობაზე, ისაუბრა რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის პერიოდში განხორციელდა.

,,ამ სოფელში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: გზების და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება, დენის ამორტიზირებული გაყვანილობების გამოცვლა.
ამავდროულად, საინტერესოა ისიც, რომ სოფელში გამოკლებული ადგილობრივი დეპუტატის ადგილზე, ახალი კანდიდატი იქნა წარდგენილი, ბატონი გიორგი მეტრეველი.
ის ამ სოფლის მკვიდრია,
დამსახურებული ოჯახის შვილი.
მშრომელი და ნამდვილად ღირსეული კანდიდატია.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ კისისხევი ოპტიმისტურად ხვდება მომავალ არჩევნებს.”-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი ინტენსიურ რეჟიმში შეხვდება თავის საარჩევნო ოლქში შემავალი თითოეული სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსმენის მიზნით და მოსახლეობას თავის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები