სამტრედიაში ტრაგიკულდ დაღუპული ფეხბურთელის – თედო კაკულიას სახელობის სპორტ-კომპლექსი გაიხსნა
სამტრედიაში ტრაგიკულდ დაღუპული ფეხბურთელის – თედო კაკულიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სპორტკომპლექსი გაიხსნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე სპორტ-კომპლექსი მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ და მოადგილეებმა – გრიგოლ დალაქიშვილმა და დავით ბახტაძემ გახსნეს.
მერიის ცნობით, დღეს, ახლად რეაბილიტირებულ სპორტ -კომპლექსში სტარტი ქუჩის კალათბურთმა აიღო, რომელიც სამტრედიის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ტურნირის ფინალი ხვალ, 4 სექტემბერს გაიმართება.