ცარიელი სკამები და მცირეწლოვნები წინა რიგებში – “ევროპულმა საქართველომ” აბაშაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

“ევროპული საქართველოს” წალენჯიხა-აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლელა ქებურიას წარდგენა ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. ქებურიას წარდგენას 50-მდე ადამიანი ესწრებოდა, შეუვსებელი დარჩა მხარდამჭერებისთვის განკუთვნილი უამრავი სკამი და წარდგენას წინა რიგებიდან თვალს მცირეწლოვნები ადევნებდნენ.

კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე დამსწრე მოსახლეობის ნაწილმა “რეგიონულ კვირას” უთხრა, რომ პარტიას და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარს უჭერენ, რადგან მათი მიზნები და საარჩევნო პროგრამა მოსწონთ, თუმცა “რეგიონული კვირის” მიერ დასმულ კითხვაზე კონკრეტულად რა მოსწონთ პროგრამაში “ევროპელების” მხარდამჭერებს პასუხის გაცემა უჭირთ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები